''მიუ შტამი'' საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა - გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:55 1395 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის ''მიუ შტამი'' საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

''ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ,,მიუ შტამი'' კვლავაც რჩება დაკვირვების საგანი. ეს ჯერჯერობით არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს, რაიმე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს. არც მასთან დაკავშირებული რისკები არ გახმოვანებულა", - ამბობს თამარ გაბუნია.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’  ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა. 

8 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ ,,მიუ შტამთან'' დაკავშირებით განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, ვირუსის ახალი მუტაცია გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში