სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთანაც ბუსტერ დოზებზე ვისაუბრებთ - თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:57 1040 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მოსახლეობის სხვა ნაწილის შემთხვევაში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის. უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა „ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში