რუსეთის პერმის მხარეში გლოვა გამოცხადდა

20 სექტემბერი 2021, 15:43 2521 ნახვა

რუსეთის პერმის მხარეში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სროლის გამო კი სკოლებში, ტექნიკუმებსა და კოლეჯებში მეცადინეობები გადაიდო. საგანმანათლებლო  ორგანიზაციებს უსაფრთხების  ყველა ზომის გაძლიერებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ღონისძიებების  ჩატარება დაევალათ.  დღეს დილით 18 წლის სტუდენტმა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 28 ადამიანი.  მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ერთი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით. მსროლელმა დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგომა გაუწია და დაშავდა.  უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი, რომლის   ვინაობა უკვე დადგენილია, ლიკვიდირებულია. გამოძიების თანახმად, თავდამსხმელს იარაღი კანონიერი გზით ჰქონდა შეძენილი. მან სოციალურ ქსელში დანაშაულის ჩადენამდე სამხედრო აღჭურვილობით საკუთარი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სტატუსში კი აღნიშნა, რომ მისი ეს ქმედება არც პოლიტიკასთან და არც რელიგიასთან დაკავშირებული არ არის. იგი სიძულვილითაა მოტივირებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში