ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

20 სექტემბერი 2021, 18:10 1046 ნახვა

კორონავირუსით გარდაიცვალა  მსახიობი ზურაბ ქავთარაძე.  რეჟისორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა, სამწუხაროდ მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ზურაბ ქავთარაძე 1996 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

გადაღებულია  არაერთ ფილმში, მათ შორის „უძინართა მზე“; "წიგნი ფიცისა";  „მონანიება“; „ნეილონის ნაძვის ხე“; „ნამე“, ასევე  გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; "ტრიუმფი", "დუბლ D", "ტაო-კლარჯეთი" და სხვა.  მიღებული აქვს  საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში