ფილიპინების პრეზიდენტობისთვის ლეგენდარული მოკრივე იბრძოლებს

20 სექტემბერი 2021, 18:05 635 ნახვა

კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი  8 წონით კატეგორიაში მენი  პაკიიაო   პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.  მისი კანდიდატურა ფილიპინების მმართველმა პარტიამ „ხალხის ძალა“ წამოაყენა.

42 წლის ლეგენდარული  სპორტსმენი ამჟამად  ფილიპინების პარლამენტში სენატის სპორტული კომიტეტის თავმჯდომარეა.  სახელმწიფოს მოქმედი ლიდერი როდრიგე დუტერტე მორიგი ვადით  ვეღარ იყრის კენჭს,  თუმცა ერთ-ერთმა პარტიამ იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად  წარადგინა. ოპოზიცია დუტერტეს  ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობის გამო აკრიტიკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში