პერმის მხარეში გლოვის დღეა

21 სექტემბერი 2021, 12:43 912 ნახვა

რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გლოვის დღეა გამოცხადებული. პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად გუშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24, მათგან 20 ჰოსპიტალიზებულია. თავდასხმა პერმის სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტზე გუშინ დილით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი ერთ-ერთმა სტუდენტმა გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში