საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება

21 სექტემბერი 2021, 17:52 1203 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ქალთა ნაკრები პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შვედეთის წინააღმდეგ სათამაშოდ 22 ფეხბურთელი ემზადებოდა.

შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს გეტებორგის 'გამლა ულევის' სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ​

2023 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია და ახალი ზელანდია უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში