„სუს-ის ფაილები“ და მღვდლები მარტვილში

21 სექტემბერი 2021, 20:21 964 ნახვა

ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში სადაც ბერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სალხინოს მამათა მონასტერში მისულმა დეკანოზ ტარიელ რუხაძემ, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, წირვის შემდეგ კელიებში მყოფ განკვეთილ ბრძანება გააცნო და უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები უნდა დაილუქოს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა. სასულიერო პირები დამორჩილებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი აღნიშნავს, რომ ბერების განკვეთის უფლება არავის აქვს.ჭყონდიდის ეპარქიაში 7 თვიანი დაპირისპირების შემდეგ, მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი განკვეთა და საეკლესიო ატრიბუტიკის ტარება აუკრძალა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში