საქართველო- ესტონეთი

29 ნოემბერი 2016, 00:00 2454 ნახვა

სამხედრო სავალდებულო გაწვევის სისტემაზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ლევან იზორიამ ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს. თავდაცვის მინისტრმა ესტონელ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

ამავე კატეგორიაში