22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა

22 სექტემბერი 2021, 09:31 3422 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში