საქართველოში კორონავირუსის 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

22 სექტემბერი 2021, 10:35 930 ნახვა

22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 024 ადამიანი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა 29 798 ტესტი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც: 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში