საქართველო- უკრაინა

29 ნოემბერი 2016, 00:00 4013 ნახვა

შავ ზღვაზე საზღვაო უშიშროების, უსაფრთხოების და ზღვის გარემოს დაცვის დაურეგულირებელი საკითხები - საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 97-ე სხდომაზე ერთობლივი რეზოლუცია წარადგინეს. მიღებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, უფლებამოსილი იქნება წარადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში ნაოსნობის საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის განცხადებით,  კიდევ უფრო გაამყარებს წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ რწმენას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს და უკრაინის განუყოფელ ნაწილს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში