მეწყრული პროცესები თოდოგაურში 

22 სექტემბერი 2021, 15:11 897 ნახვა

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა. იმ მისამართებზე, სადაც უკვე დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ხორციელდება გადარეცხვის ღონისძიებები. 112-ზე დაფიქსირდა 420 შეტყობინება, მათგან 50-ზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, 25 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო 20 მისამართზე ამ დროისთვის მიმდინარეობს. მერიის ცხელ ხაზზე შემოვიდა 250 შეტყობინება. მერიის სერვისცენტრების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ მდგომარეობის შესწავლის მიზნით. არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. მუშაობა დაიწყო კომისიამ, რომელიც განიხილავს ყველა შემთხვევას და მომდევნო დღეებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ერთეული ტექნიკაც. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეეებს შეუძლიათ ასევე მიმართონ მერიის სერვისცენტრებს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში