ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები დაიტბორა 

22 სექტემბერი 2021, 15:24 2447 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად ქვედა სამებაში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ 3 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი გაანადგურა. 

ადგილობრივების თქმით, ავტობანის მშენებლობის დროს მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს, რის გამოც წვიმის დროს ნაკვეთები იტბორება.

მოქალაქეები ავტობანის მშენებარე კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ. მათი განმარტებით, დაპირება არის, თუმცა ამ თანხებს ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

დღეს ხელვაჩაურში მეწყერი რამდენიმე სოფელში ჩამოწვა. დანგრეული სახლები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში