მეწყრული პროცესები ქობულეთის სოფლებში

22 სექტემბერი 2021, 15:36 1398 ნახვა

მძიმე ვითარებაა ქობულეთში, სადაც სახლებთან ჩამოწვა მეწყერი, საჭირო გახდა ერთ-ერთი ოჯახის ევაკუაციაც. დაზიანდა ხიდები. პრობლემებია ენერგომომარაგების კუთხითაც.

ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაც. მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა ბაზრის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ წყალმა გაუნადგურა საქონელი, ისინი დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აუცილებელია გაიწმინდოს მდინარე აჭყვას კალაპოტი და მოწესრიგდეს დაზიანებული დამბა.

მერიაში მოქმედებს  ცხელი ხაზი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში