სტიქია ბათუმში

22 სექტემბერი 2021, 18:17 1349 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში გადაუღებლად აღარ წვიმს, შესაბამისად ქალაქის ქუჩების ნაწილი წყლისგან უკვე გაიწმინდა. დატბორილ ტერიტორიებს მოსახლეობა და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ.წყალი აღარ დგას 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, სადაც  დილიდან გადაადგილება შეუძლებელი იყო . აქ მცხოვრებლების თქმით,  დატბორილი სახლები და ეზოები საკუთარი ძალებით დაასუფთავეს. თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო  სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში