დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდება

23 სექტემბერი 2021, 10:41 1227 ნახვა

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის, ქალაქ მეცში, მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში 22 წლის ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდება.

ATP-ს რეიტინგში ნიკას 36-ე ადგილი უკავია, დავიდოვიჩ ფოკინა კი 45-ეა. ნიკამ სასტარტო შეხვედრაში იტალიელ ჯანლუკა მაგერს ორ სეტში 6:3, 7:6 (7:5) მოუგო. ახალგაზრდა ესპანელმა კი პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონს სამ სეტში 6:7 (4:7), 7:6 (7:2), 6:2 სძლია.

ბასილაშვილის და ფოკინას მატჩი დღეს 21:30 საათზეა ჩანიშნული. თუკი ბასილაშვილმა მერვედფინალის დაძლევს მეოთხედფინალში ფრანგ გაელ მონფილსსა და გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეცის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში