ვაქცინაციის პროცესი ხულოში

23 სექტემბერი 2021, 12:27 934 ნახვა

ხულოს ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეები ორ კაბინეტში ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკით იცრებიან. მენეჯერის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი მზარდია, მოთხოვნადია ფაიზერის ვაქცინა. კლინიკის პარალელურად იმუნიზაციის პროცესი  კვირაში რამდენიმე დღე  მიმდინარეობს თემებში განლაგებულ ამბულატორიებშიც. ხულოს კლინიკაში ამჟამად ხუთი კოვიდპაციენტი მკურნალობს. სამედიცინო დაწესებულებას  15 ინფიცირებულის მიღება შეუძლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში