ბავშვთა უფლებები - საერთაშორისო კონფერენცია

23 სექტემბერი 2021, 12:44 1195 ნახვა

ბავშვთა უფლებებზე მე-2 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  სპეციალისტები   საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გეგმებში ბავშვთა უფლებების ჩართვაზე მსჯელობენ. გარდა ამისა დღის წესრიგით დაგეგმილია დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უნივერსიტეტის როლზე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის კუთხით, ასევე საუბარი შეეხება ციფრულ უთანასწორობას. კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტში უკვე გახსნილია ბავშვთა უფლებების ცენტრი. დასკვნით ნაწილში ბავშვთა უფლებების შესახებ სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების კონკურსი ჩატარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში