ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაშავდა 

23 სექტემბერი 2021, 13:47 1531 ნახვა

რუსთაველის ქუჩაზე ''ალიანს გრუპის'' სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა დაშავდა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოკვლევები უტარდება.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით,  პირველადი ინფორმაციით მას სამშენებლო მასალა ფეხზე დაეცა. 

კომპანიის იურისტი გოჩა კამკია განმარტავს, რომ მუშის მხრიდან ადგილი ჰქონდა  დაუდევრობას. მამაკაცს ფეხზე ღია მოტეხილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გოჩა კამკიას თქმით,  სიმაღლიდან ვარდნას ადგილი არ ჰქონია და დასაქმებულს სამუშაოს შესრულების დროს ფეხი დაუცდა. 

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში