ორსულების ვაქცინაცია

23 სექტემბერი 2021, 15:43 951 ნახვა

ვაქცინაცია ორსულთა ნებისმიერ ვადაზე უსაფრთხო და აუცილებელია, ეს ერთ- ერთი ბოლო რეკომენდაციაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს ეყრდნობა. რეპროდიქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებს  ვაქცინაციის ახალ პროტოკოლს ბათუმში გაეროს მოსახლეობის ფონდი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი აწვდის.  იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქნაციის ტემპი მკვეთრად შემცირებულია, მედიკოსები აქცენტს განსაკუთრებით ორსულთა აცრებზე აკეთებენ და ამბობენ,  რომ დელტა შტამი მეტად აზიანებს ორსულისა და ახალშობილის ჯანმრთელობას, ვიდრე აქამდე არსებულ შტამებს ახასიათებდა.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო კოჰორტული კვლევები, რომელიც 18 ქვეყანაშია ჩატარებული და რომლის  თანახმადაც  22-ჯერ იზრდება კოვიდ დადებითი ორსულის სიკვდილიანობის რისკი. ასევე მკვეთრად იმატებს ნაადრევი მშობიარობის ალბათობაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში