ბათუმში ხელოვნურ კუნძულს სავარაუდოდ "ამბასადორი" ააშენებს

23 სექტემბერი 2021, 18:15 2969 ნახვა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ინფორმაციას „ბათუმელები“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამბასადორი ჯგუფის" იურისტი გოჩა კამკია გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. აცხადებს, რომ ის უფლებამოსილი პირი არ არის.

ინვესტორთა დაკავშირებით, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ არც აჭარის მთავრობაშიც. თორნიკე რიჟვაძემ კი ორი დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კონკრეტული ვადები და საინვესტიციო ვალდებულებები.

მისივე თქმით, ეს იქნება კერძო პროექტი და სახელმწიფო არ აიღებს საკუთარ თავზე არანაირ არაჯეროვან ვალდებულებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში