დღეს ბათუმის "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს

24 სექტემბერი 2021, 10:05 801 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო"  საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

25 თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 53 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. იმერლები კი 34 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ.
ეს დაპირისპირება დღეს  ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე კიდევ სამი მატჩი ჩატარდება.
ქუთაისის "ტორპედო"  - თბილისის "ლოკომოტივი" 19:00 საათი
თელავი - გორის "დილა" 19:00 საათი
თბილისის "დინამო" - სამტრედია 21:00 საათი.

შაბათს კი ერთი შეხვედრა ჩატარდება.
თბილისის "საბურთალო" - ქობულეთის "შუქურას" მიიღებს. დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

საკარდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის თამაშები გულშემატკივარის გარეშე ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში