ნიჟარაძის ქუჩაზე მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა

24 სექტემბერი 2021, 11:46 2538 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ ნიჟარაძის ქუჩაზე დამცავი ჯებირი ჩამოანგრია და აბუსელიძეების სახლს საძირკველი გამოაცალა.

ადგილობრივების განცხადებით, დამცავი ჯებირები მოძველდა და ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის სანაპიროზე მცხოვრებ ოჯახებს.

მათივე თქმით, საფრთხის ქვეშაა ახლომდებარე სახლებიც მერია კი ჯებირების გამაგრებას არ ჩქარობს.

დაზარალებული ოჯახის წევრები ამ დროისთვის ბათუმის მერიაში იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.

მათივე განმარტებით, მუნიციპალიტეტში განუცხადეს, რომ სახლი გამაგრებას არ ექვემდებარება და ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში