თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 25 -27 სექტემბრის პერიოდში უნდა მიმართონ​

24 სექტემბერი 2021, 12:21 1272 ნახვა

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ ნომერზე - 2 51 00 51 შიდა ნომერი 0. აღნიშნულ თემაზე ცენტრალურ საარცევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.

მათივე განმარტებით, სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში