თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24 სექტემბერი 2021, 12:24 747 ნახვა

თიანეთში, მწყემსის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 30 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში