თუ არ ავიცრებით მეხუთე ტალღა იქნება მძიმე - ამირან გამყრელიძე 

24 სექტემბერი 2021, 15:28 1281 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა დიდი ალბათობით, მოსალოდნელია ნოემბრის ბოლოს.

„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე.

დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში