გამოსახლების საფრთხე

29 ნოემბერი 2016, 00:00 1959 ნახვა

8 წევრიანი ოჯახი სამ მცირე წლოვანთან ერთად შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს. სააღმსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებმა კვარიათის დასახლებაში მცხოვრები მემიშიშების ოჯახის გამოსახლება დღეს სცადეს. ოჯახის ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების გამო მათ წელიწად ნახევრით 17 ათას დოლარის სანაცვლოდ, სახლი კერძო პირს გადასცეს, ვადების ამოწურვამდე  კი აღნიშნულმა მოქალაქემ მინდობილობის საფუძველზე  სახლი კერძო მევახშეზე გაასხვისა. სახლის ახალ მეპატრონესთან მოლაპარაკების შედეგად პრობლემის მომგვარებისთვის ოჯახს ორი თვის ვადა მიეცა. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო მევახშესაც დავუკავშირდით, თუმცა მან  კომენტარი არ გააკეთა.

ამავე კატეგორიაში