პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში უნდა წავიდნენ, ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვივნენ, პრობლემებია - გამყრელიძე 

24 სექტემბერი 2021, 15:41 21176 ნახვა

პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში უნდა წავიდნენ, ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვივნენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამისათვის ვაქცინაციაა აუცილებელი. 

''სკოლები უნდა გაიხსნას ოქტომბრიდან, აუცილებელია, ბავშვებს განათლება ხომ სჭირდებათ, პირველი და მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში უნდა წავიდნენ, ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვიენ. პრობლემებია, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ აიცრათ'' - ამბობს გამყრელიძე. 

ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ სკოლა, სავარაუდოდ, დასახელებულ თარიღში საკლასო ოთახებში განახლდება. 

''დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმული თარიღის პერიოდისთვის დაიწყება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე საქართველოში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში