მეწყრული პროცესები ქობულეთში

24 სექტემბერი 2021, 18:35 938 ნახვა

ამ დროისთვის გარესამყაროს აღარაა მოწყვეტილი სოფლები ქაქუთი და  დაგვა, სადაც მეწყერი ჩამოწვა და მიწის მასამ საავტომობილო გზები ჩახერგა. მეწყრის შედეგად დაზარალებული 15-ოჯახი გადაყვანილია დროებით თავშესაფარში. 

მერიის ცხელ ხაზზე 169 შეტყობინება შევიდა. დილიდან 200-აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მეწყერმა დააზიანა გაზსადენის მილი. წყლის ნაგებობის დაზიანების გამო კი ციხისძირსა და ბუკნარში არ აქვთ სასმელი წყალი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში