ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა

24 სექტემბერი 2021, 18:30 1320 ნახვა

დატბორვის შედეგად ბათუმში 300-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. ძირითადად სულაბერიძისა და თავდადებულის ქუჩებზე მდებარე სახლებში შევიდა წყალი. მოქალაქეებს გაუნადგურდათ ტექნიკა და ავეჯი.

ითხოვენ დახმარებას, მათი თქმით, წყალარინების ახალი მილები ქუჩებზე დაგროვილი წყლის დასაცლელად საკმარისი ზომის არ არის. სულაბერიძის ქუჩაზე წყლით ივსება ტრანსფორმატორი, რის გამოც მიმდებარედ მოქალაქეებს დენის მიწოდება პერიოდულად ეზღუდებათ. კომერციული ფართები დაიტბორა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ დამცავი კედელი მოანგრია და სულაბერიძეების სახლს საძირკველი გამოაცალა.

ბათუმის მერიაში ოჯახს უთხრეს, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების შესწავლას, რამდენიმე დღეში დასრულდება და კომისიამ უნდა დაადგინოს რა სახის და ოდენობის დახმარებას გაუწევენ მათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში