ისრაელის განათლების სამინისტრომ სკოლებში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა

24 სექტემბერი 2021, 18:00 945 ნახვა

ისრაელში საგანმანათლებლო პროცესიდან მოხსნიან პედაგოგებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ან ტესტირებაზე უარს იტყვიან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაავალა სკოლის დირექტორებს, აუკრძალოს სკოლის შენობაში შესვლა ყველა იმ მასწავლებელს, რომელსაც ე.წ. მწვანე საშვი არ აქვს. შესაბამისად, ხელფასსაც ვერ მიიღებენ.

არავაქცინირებული პედაგოგები სკოლის მოსწავლეებისთვის დისციპლინის სწავლებას დისტანციურადაც ვეღარ შეძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში