ბავშვთა მოსამართლის კონცეფციის დანერგვა - სამუშაო შეხვედრა

25 სექტემბერი 2021, 15:22 1710 ნახვა

პარიზის სასამართლოს მოსამართლეები და პროკურატურის წარმომადგენლები ბათუმში ქართველ მოსამართლეებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანია  ბავშვთა უფლებების და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფრანგული მოდელის ქართულ სასამართლო სისტემაში დანერგვა. შეხვედრას ესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.  

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ღასან ხალილის განცხადებით, ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში