ვაშინგტონში „ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერი 2021, 15:00 1021 ნახვა

ვაშინგტონში ''ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ოთხეულის ლიდერების ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისინი მხარს დაუჭერენ მსოფლიოში კანონის უზენაესობას, ნავიგაციის თავისუფლებას, დავების მშვიდობიან მოგვარებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და მშვიდობიანი მიზნებისთვის სატელიტური მონაცემების გაზიარების თაობაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო. „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში