ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება

25 სექტემბერი 2021, 18:10 2418 ნახვა

ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება. პროექტი  არანაკლებ 90 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. კომპანია „სტარარჯი“ პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას 6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამრეწველო ზონაში სახელმწიფო-საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს, რისთვისაც 14 მლნ ლარი დაიხარჯება.ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო. ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში