სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ბათუმში

26 სექტემბერი 2021, 12:35 1109 ნახვა

უხვი ნალექის  შედეგად,   ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევში და კომახიძის 5 ნომერში საცხოვრებელი სახლები   დაიტბორა. მოსახლეობის თქმით გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და დაუზიანდათ ინფრასტრუქტურა.

დაზარალებულები დატბორილი ტერიტორიების შესწავლას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ამბობენ, რომ  ამ  ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარვეზით ჩატარდა.  საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ დაზარალებულ ოჯახებს სპეციალისტების შესწავლის შემდეგ დაეხმარებიან.

ცნობისთვის, აჭარაში რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის შედეგად ათობით ოჯახი დაზარალდა, დაიმეწყრა საავტომობილო გზებიც, ასევე, გეოლოგების რეკომენდაციით ხელვაჩაურში  სამი ოჯახის განსახლება გახდა საჭირო. კონკრეტულად თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ აჭარას , ზუსტი ხარჯთაღირცხვა  გეოლოგების დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში