ქობულეთის „შუქურა“ საბურთალოსთან დამარცხდა

26 სექტემბერი 2021, 12:00 880 ნახვა

ეროვნული ლიგის 25 -ე ტურის შეხვედრაში ქობულეთის ‘’შუქურა’’, გასვლით  მატჩში თბილისის ‘’საბურთალოსთან’’ 2-1 დამარცხდა. ანგარიში მასპინძელთა მხრიდან მე - 11 წუთზე იური ტაბატაძემ გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 83-ე წუთზე აკაკი შულაიამ გაზარდა.

შუქურას  მხრიდან დამატებით დროში ანგარიშის ერთ ბურთამდე შემცირება ლევან ინგოროყვამ შეძლო, თუმცა დარჩენილ დროში შუქურამ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.  ამ დროისთვის შუქურა 21 ქულით ეროვნული ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში