100 000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

26 სექტემბერი 2021, 15:00 1170 ნახვა

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე  წარადგენენ. 41 მონაწილე სტარტაპიდან 20 გამარჯვებული უნდა შეირჩეს. გამარჯვებულებს უცხოეთიდან მოწვეული კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 28 სექტემბერს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში