ვულკანის ამოფრქვევა კანარის ერთ-ერთ კუნძულზე

26 სექტემბერი 2021, 18:00 1461 ნახვა

კანარის ერთ-ერთ კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევისას ჰაერში არსებული ფერფლის გამო, ტერიტორიაზე ავიამიმოსვლა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „აეროპორტი ფერფლის კონცენტრაციის გამო დახურულია.

დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“, – აცხადებენ სახელმწიფო აეროპორტის კომპანია „აენაში“.კანარის კუნძულზე ვულკანი ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. ვულკანური ფერფლის გარდა, წიაღიდან იფრქვევა ლავა და კლდის ფრაგმენტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში