ბათუმში ბევრ ადგილას ნახავთ დაწყებულ და ინვესტორების მიერ ვერ აშენებულ ან დაუსრულებელ საცხოვრებელ კორპუსებს. ობიექტები, სადაც მოქალაქეებს ცხოვრების სურვილი ჰქონდათ, წლების განმავლობაში ვერ აშენდა.
ბინის მესაკუთრეთა ნაწილი იძულებული გახდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისევ საკუთარი სახსრებით დაესრულებინა. რატომ იწყება და ვერ სრულდება ქალაქში კორპუსების მშენებლობა და ვინ როგორ ხედავს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?