გმირთა მოედანზე ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრების აქცია მიმდინარეობს - დაკავებულია 1 პირი

27 სექტემბერი 2021, 11:33 1121 ნახვა

თბილისში, გმირთა მოედანზე „დევნილები დევნილებისთვის“ წევრები შეიკრიბნენ.

ისინი ვეტერანებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვდნენ.

რამდენიმე წუთის წინ პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. პოლიცია შეკრებილებს მოუწოდებდა ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც აქციის მონაწილეების არ დაემორჩილნენ.

პოლიციამ ინციდენტისას ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა დააკავა.

ამ წუთებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი ტორუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში