ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში - პრემიერი

27 სექტემბერი 2021, 12:41 833 ნახვა

ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, იმაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მოქალაქეების მოსმენაზე.

მისივე თქმით, ეს გავრცელებული ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე.

"თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ [მთავარი არხი] და TV პირველმა გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე უკვე გავაკეთე ერთხელ კომენტარი, მეორედ აღარ ვაპირებ. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში