გეგმური ოპერაციების დაფინანსება პირველი ოქტომბრიდან განახლდება

27 სექტემბერი 2021, 14:08 1283 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება მიმდინარე კვირიდან განახლდება. მოქალაქეები მომსახურების მიღებას და დოკუმენტაციების შევსებას პირველი ოქტომბრიდან შეძლებენ. 

ქვეყანაში გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან შეწყდა. გამონაკლისად დარჩა მხოლოდ სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მობილიზება „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში