მერკელის პარტიას ოპოზიციაში გადასვლისკენ მოუწოდებენ

27 სექტემბერი 2021, 15:31 912 ნახვა

გერმანიის მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს, თუ ვისი ნახვა სურთ მომავალ მთავრობაში, ქრისტიან-დემოკრატების ბლოკი და ქრისტიან-სოციალისტების კავშირი ოპოზიციაში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ  არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კაცლერობის კანდიდატმა, განაცხადა. სულ  სამი პარტია გაძლიერდა-სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები.  ამომრჩევლების  მკაფიო მესიჯია, რომ ეს სამი პარტია უნდა შევიდეს მომავალ მთავრობაში-აღნიშნა პოლიტიკოსმა. ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,7%  მიიღო, ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ბლოკმა კი 24,1%, რაც  მთელი  მათი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში