ბერლინის მერი მერკელის მთავრობიდან წასული მინისტრი გახდება

27 სექტემბერი 2021, 15:38 733 ნახვა

ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი გახდება, რომელიც დისერტაციის დაწერისას პლაგიატში ამხილეს.ბერლინის პარლამენტში არჩევნების შედეგად სოციალ-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა, რომლის სიის სათავეში გიფია. მან ხმების 21,4% მიიღო. ივნისში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კომისიამ გიფის ჩამოართვა დოქტორის წოდება. უნივერსიტეტის პრეზიდიუმმა ეს გადაწყვეტილება გიფის დისერტაციის შემოწმებისა და კონსულტაციების შემდეგ ერთსულოვნად მიიღო.  მანამდე გიფი   პლაგიატში ბრალდების გამო მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში