საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

28 სექტემბერი 2021, 10:41 1263 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2010.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 216 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 339 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი – 413, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 539.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში