აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი 2021, 10:46 822 ნახვა

28 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 121 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 584 ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 422. მძიმე პაციენტია 122, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 21 პირი.

744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 - თბილისში, 215 - აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში