მიხეილ სააკაშვილი როგორც კი შემოვა საქართველოში იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში - პრემიერი

28 სექტემბერი 2021, 11:36 1854 ნახვა

პრემიერის განცხადებით თუ მიხეილ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა საქართველოში ის იმავე წამს იქნება დაკავებული და წავა ციხეში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი.

"რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში.

სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი მჩაგვრელი გუნდისთვის.

დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა.

დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი. კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით.

სააკაშვილი არის მსჯავლდებული, იგი იმსახურებს ციხეს, მან გამოუწსორებელი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის სრული სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია.

სააკაშვილის დახვდება 100 000 მასზე გამწარებული, გაბრაზებული ადამიანი...

ხალხში შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ დაბნეულობა შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, მას სახელმწიფო გასცემს პასუხის. ის როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში, ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში