სოფლის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

28 სექტემბერი 2021, 12:43 814 ნახვა

აჭარაში სოფლის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება 15 ბენეფიციარმა მოიპოვა. აჭარის მთავრობის ინფორმასციით, საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი მილიონ 175 ათას 219 ლარია.პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრებ ფერმერთა  სამუშაო ადგილების შექმნისთვის  პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. აგროსერვისცენტრის  ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში  დაფინანსებული მეწარმეების პროდუქციის გამოფენა  მოეწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში