ქობულეთის საკრებულოს სხდომა

28 სექტემბერი 2021, 14:52 1586 ნახვა

საკრებულოს ამჟამინდელი მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. საკრებულოს თავმჯდომარემ დასკვნითი სიტყვით მიმართა კოლეგებს და საკრებულოს მუშაობა შეაჯამა. დავით მჭედლიშილის განცხადებით, საკრებულოს მუშაობა ნაყოფიერი იყო, ჰქონდათ მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის მოქალაქეების პეტიციების განხილვა დაასახელა. ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით დაგვის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მოხდება. ოპოზიციას კი  მიაჩნია, რომ თვითმმართველობის მუშაობა უფრო გამჭვირვალე და  საზოგადების საჭიროებებზე  მორგებული უნდა ყოფილიყო. აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში დღემდე მოუგვარებელი ინფრასტრუქტული პრობლემებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში